SROBOTA CARE · WARRANTY
ოფიციალური საგარანტიო პირობები

დაცული შენაძენი. მკაფიო პირობები.

წინამდებარე გვერდი წარმოადგენს SROBOTA-ს საგარანტიო პირობების ციფრულ ვერსიას. პირობები ვრცელდება მომხმარებელზე შესაბამისი სამართლებრივი და საგარანტიო წინაპირობების ფარგლებში.

LEGAL WARRANTY 2 წელი კანონისმიერი გარანტია
01LEGAL WARRANTY2 წელი

საქონლის შეძენიდან ორი წლის განმავლობაში ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მოქმედებს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

02PROOF PERIOD6 თვე

პირველი 6 თვის განმავლობაში გარკვეულ შემთხვევაში ივარაუდება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას.

03SERVICE DIAGNOSTICS3–7

სამუშაო დღე — პარტნიორი სერვის ცენტრის დიაგნოსტირების დოკუმენტით განსაზღვრული ვადა.

04SERVICE15 / 40

სამუშაო დღე — შეკეთების ან შეცვლის ვადა, შესაბამისი ნივთის ან დეტალის ხელმისაწვდომობის მიხედვით.

I
MERCHANT INFORMATION

ინფორმაცია მოვაჭრის შესახებ

დასახელება ლევან გიგოიძე სმარტ საფორთ პლუს
საიდენტიფიკაციო კოდი 01027088589
მისამართი თბილისი, ახმეტის ქუჩა 14, 300 არაგველები
ელ. ფოსტა info@srobota.ge
სერვის ცენტრის ტელეფონი +995 568 80 65 43
II
LEGAL WARRANTY

კანონისმიერი გარანტია

III
IN-STORE PURCHASE

სავაჭრო ობიექტში შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება

სავაჭრო პოლიტიკა

სავაჭრო ობიექტში შეძენილი საქონლის დაბრუნება არ ხდება

გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულოდ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

რეკომენდაცია

მოვაჭრე მომხმარებელს ურჩევს საქონლის შეძენამდე ყურადღებით გაეცნოს მის მახასიათებლებს, ტექნიკურ სპეციფიკაციებსა და დანიშნულებას და დარწმუნდეს, რომ იგი სრულად შეესაბამება მის მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

IV
BURDEN OF PROOF

მტკიცების ტვირთი

0–6 თვე
პირველი პერიოდი

მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია.

6+ თვე
შემდგომი პერიოდი

მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

V
TRANSFER OF RISK

შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი

01

მომხმარებლისთვის გადაცემა

გაყიდული საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი.

02

მომხმარებლისთვის გაგზავნა

თუ შეძენილი ნივთი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს, რისკი მომხმარებელზე გადადის იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირი, გარდა გადამზიდავისა, საქონელზე ფაქტობრივ მფლობელობას მოიპოვებს.

03

მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი

თუ გაყიდულ ნივთს მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის, ნივთის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.

VI
სერვის ცენტრი

სერვის ცენტრის მომსახურება

ნივთის დიაგნოსტიკა

ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში და კანონისმიერი ან კომერციული გარანტიის მისაღებად ნივთი სადიაგნოსტიკოდ უნდა გადაეცეს მოვაჭრის პარტნიორ სერვის ცენტრს.

დიაგნოსტიკა 3–7 სამუშაო დღე

მოწყობილობის დიაგნოსტირების ვადა.

REPAIR / REPLACEMENT 15 სამუშაო დღე

თუ შესაბამისი ნივთი ან/და შესაკეთებელი დეტალი ადგილზეა.

INTERNATIONAL ORDER 40 სამუშაო დღე

თუ შესაბამისი ნივთის ან/და შესაკეთებელი დეტალის გამოწერა იქნება საჭირო უცხოეთიდან.

*

სამუშაო დღეების დათვლაში არ შედის შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე და დასვენების დღეები.

03

საგარანტიო მომსახურება განხორციელდება, თუ სერვის ცენტრი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დაადასტურებს, რომ ნაკლი, რომელიც ნივთს გამოუვლინდა, არის თავდაპირველი და არ არის წარმოშობილი ნივთის სარგებლობის, მათ შორის მომხმარებლის მიერ არასწორი ექსპლუატაციის შედეგად.

04

თუ მომხმარებელი უარს იტყვის ნივთის სერვის ცენტრში დატოვებაზე სადიაგნოსტიკოდ ან/და მისი შეკეთების მიზნით, მოვაჭრე მოკლებული იქნება შესაძლებლობას განახორციელოს საგარანტიო მომსახურება.

სერვის ცენტრი

ლევან გიგოიძე სმარტ საფორთ პლუს

თბილისი · ახმეტის ქუჩა 14 · 300 არაგველები +995 568 80 65 43
VII
WARRANTY EXCLUSIONS

საგარანტიო მომსახურებაზე უარის თქმის წინაპირობები

მნიშვნელოვანია

საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება / უქმდება ნივთზე ან კომპლექტაციის ნაწილზე ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში.

01

გასულია საგარანტიო ვადა.

02

არ არის წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება.

03

საგარანტიო ბარათი არ არის წარმოდგენილი / დაკარგულია და სხვაგვარად ვერ ხდება ნივთის იდენტიფიცირება.

04

ნივთზე არ იკითხება / ამძვრალია სერიული ნომერი / IMEI კოდი და შესაბამისად შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება.

05

დაზიანება გამოწვეულია პლომბის ან ლუქის მოცილებით.

06

წუნი გამოწვეულია მოწყობილობის მექანიკური დაზიანებით.

07

მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნით, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება.

08

მოწყობილობა დაშლილია / გახსნილია თვითნებური შეკეთების ან რაიმე სხვა მიზნით, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება.

09

დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილების მიერ.

10

დაზიანება გამოწვეულია მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხეების შეღწევით.

11

მოწყობილობა გამოიყენებოდა კომერციული მიზნით.

12

წუნი გამოწვეულია ელექტრო ქსელის გაუმართაობით.

13

დაზიანება გამოწვეულია ექსპლუატაციისა და შენახვის წესებისა და პირობების დარღვევით.

SROBOTA მხარდაჭერა

გარანტია მხოლოდ დოკუმენტი არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა.

საგარანტიო საკითხის შემთხვევაში დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ მოწყობილობისა და შეძენის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაცია.

სერვის ცენტრი +995 568 80 65 43 დაკავშირება