SROBOTA CARE · RETURNS

srobota.ge -ის ნივთის უკან დაბრუნების წესები და პირობები

საკონტაქტო ინფორმაცია:
დასახელება: ლევან გიგოიძე - სმარტ საფორთ პლუს
საიდენტიფიკაციო კოდი: 01027088589
მისამართი: თბილისი, ახმეტის ქუჩა 14, 300 არაგველები
ელ-ფოსტა: lgsrobota@gmail.com
მუხლი 1.

ტერმინთა განმარტება:

1.1.

დისტანციური ხელშეკრულება – პლატფორმის მეშვეობით შეკვეთის განთავსება წარმოადგენს მომხმარებლის მიერ მოვაჭრის შეთავაზების (ოფერტის) გაკეთებას პროდუქციის შეძენის მიზნით. დისტანციური ხელშეკრულება მომხმარებელსა და ლევან გიგოიძე - სმარტ საფორთ პლუს (შემდგომში – მოვაჭრე) შორის დადებულად ითვლება მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც მოვაჭრე ელექტრონულად დაადასტურებს შეკვეთის მიღებას და შესაბამის შემთხვევაში, დადასტურდება გადახდა ან განვადება.

1.2.

ონლაინ მაღაზია / პლატფორმა – ვებ-გვერდი srobota.ge და სოციალური მედიის პლატფორმები (Facebook, Instagram და TikTok)

1.3.

მოვაჭრე - ლევან გიგოიძე - სმარტ საფორთ პლუს

1.3.

მომხმარებელი – ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზებული ფიზიკური პირი, რომელიც ყიდულობს პროდუქციას დისტანციურად შეკვეთის განთავსების გზით;

1.4.

მყიდველი - ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზებული იურიდიული პირი, მეწარმე ფიზიკური პირი ან არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც ყიდულობს პროდუქციას დისტანციურად შეკვეთის განთავსების გზით;

1.5.

ნივთი/პროდუქცია – მაღაზიის მიერ ვებ-გვერდზე სარეალიზაციოდ განთავსებული საქონელი;

1.6.

ნივთის უკან დაბრუნება – მომხმარებლის უფლება, დაუბრუნოს დისტანციურად შეძენილი პროდუქცია უკან ონლაინ მაღაზიას ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით.

1.7.

ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის ფორმა - მომხარებლის მიერ შესავსები ფორმა, რომელიც წარმოადგენს მომხარებლის მოთხოვნას შეძენილი ნივთის უკან დაბრუნებასთან დაკავშირეიბუთ (იხილეთ “ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის ფორმა”)

მუხლი 2.

დისტანციურად შეძენილი საქონლის უკან დაბრუნების ზოგადი პირობები

2.1.

მომხმარებლის მიერ ნივთის დისტანციური ხელშეკრულების ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეძენისას, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით (ნივთის ტრანსპორტირება, დემონტაჟი და სხვა) დაუბრუნოს ნივთი მოვაჭრეს თუ ნივთის ღირებულება აღემატება 30 ლარს.

2.2.

ამ პირობების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ ვრცელდება მყიდველებზე, რომლებიც წარმოადგენენ მეწარმე ფიზიკურ პირებზე, იურიდიულ პირებზე და არაკომერციულ იურიდიულ პირებზე. მყიდველებზე მოქმედებს პლატფორმაზე განთავსებული საგარანტიო პირობების დებულებები ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის წინაპირობების წარმოშობის შემთხვევაში.

მუხლი 3.

დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება

3.1.

ამ საქართველოს კანონმდებლობისა და ამ პოლიტიკის მე-5 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

3.2.

ვადა აითვლება:

ა) დისტანციური ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;

ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;

გ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;

დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

3.3.

მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა "მაღაზიის" მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ მოვაჭრემ მას კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.

3.4.

მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

3.5.

მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.

3.6.

მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, თუ მან ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება მოვაჭრეს აღნიშნული ვადის ამოწურვამდე გაუგზავნა. იმის მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ამ მუხლის შესაბამისად განხორციელდა, მომხმარებელს ეკისრება.

3.7.

თუ მოვაჭრე მომხმარებელს არ მიაწვდის ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების დაბრუნების უფლების შესახებ, აღნიშნული საქონლის ან მომსახურების დაბრუნება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან 12 თვის განმავლობაში.

3.8.

თუ მოვაჭრემ მომხმარებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის ათვლის მომენტიდან 12 თვის ვადაში მიაწოდა ინფორმაცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ, საქონლის ან მომსახურების დაბრუნების 7-დღიანი ვადა აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან აითვლება.

მუხლი 4.

ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისები

4.1.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

ა) მოვაჭრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;

გ) მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

დ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;

ე) მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;

ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;

ზ) მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;

თ) მას ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

მუხლი 5.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები

5.1.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

5.2.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში "მაღაზიის" უფლებები და ვალდებულებები:

ა) მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.

მოვაჭრე ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან “მაღაზიის” მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;

ბ) თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.

გ) ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.

5.3.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელის უფლებები და ვალდებულებები:

ა) მოვაჭრე ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;

ბ) გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, მოვაჭრე ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.

5.4.

დასაბრუნებელი ნივთის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისი, ახმეტის ქუჩა 14, 300 არაგველები

მოთხოვნის დაფიქსირებისთვის მომხმარებელმა უნდა შეავსოს ფორმა ან უნდა მიმართოს მოვაჭრეს მისაღები საკომუნიკაციო არხის გამოყენებით:

  • ელ.ფოსტა - lgsrobota@gmail.com
  • სრობოტას Facebook მესენჯერი

უკან დაბრუნების ფორმაში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

(იხ. ფორმა - “ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის ფორმა”)

  • მომხმარებლის სახელი, გვარი;
  • მომხმარებლის მისამართი;
  • მომხარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • შეკვეთის თარიღი;
  • შეკვეთის მიღების თარიღი;
  • ფორმის შევსების თარიღი.
RETURN REQUEST · DOCX

ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის ფორმა

ჩამოტვირთეთ ფორმა, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და გამოგზავნეთ დოკუმენტში მითითებული საკომუნიკაციო არხის გამოყენებით.